თვითმმართველ ქალაქებს შორის ეკონომიკური მემორანდუმი გაფორმდა

თვითმმართველ ქალაქებს შორის ეკონომიკური მემორანდუმი გაფორმდა

 ქალაქ ქუთაისში კონფერენცია ,,საქართველოს ქალაქები - ქვეყნის განვითარების მამოძრავებლები" გაიმართა, სადაც ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი რატი ნამგალაძე ესწრებოდა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ქუთაისის განვითარების სტრატეგია „ქუთაისი 2020“,რომელზეც ქუთაისის მერის მოადგილე კოსტანტინე ქავთარაძემ ისაუბრა. სტრატეგიაზე ქალაქის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. კონფერენციაზე ასევე განხილულ იქნა თემები: ,,ქალაქების როლი ეროვნულ და რეგიონულ განვითარებაში და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა და ერთობლივი პროდუქტები".
შეხვედრას დონორი ორგანიზაციები, თვითმმართველი ქალაქის პირველი პირები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის დასასრულს კი ხელი მოეწერა თვითმმართველ ქალაქებს შორის მემორანდუმს, რომელიც ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

Back to Top