ქალაქ ამბროლაურში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

ქალაქ ამბროლაურში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით,საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ორგანიზებით, ქალაქ ამბროლაურში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.
ამ ეტაპზე 7 ( შვიდი) ბენეფიციარის მომართვიანობის საფუძველზე მოხდა მათი ოჯახებში მისვლით დაკმაყოფილება და ადგილზე შესაბამისი დანიშნულების მქონე ინვალიდის ეტლების გადაცემა.
მსგავსი ტიპის აქცია მხარის მაშტაბით ხორციელდება და მომავალშიც ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“,ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად, გააგრძელებს შშმ პირების შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

Back to Top