პრიორიტეტის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვა

პრიორიტეტის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვა

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 2 მარტის N294 ბრძანების შესაბამისად, გაიმართა რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად მხეიძე.
შეხვედრაზე მოსმენილ იქნა ინფორმაცია
მუნიციპალური პროგრამების,პროექტებისა და 2015წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შედეგად გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
სამუშაო ჯგუფის წევრების შემდგომი შეხვედრა ჩანიშნულ იქნა 2016 წლის 8 ივლისს და აღნიშნულ მონაკვეთში ჯგუფის წევრებს დაევალათ სფეროების მიხედვით სტატისტიკური ინფორმაციების მოკვლევა, რაც ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2017-2020 წლების პრიორიტეტის დოკუმენტის შექმნის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

Back to Top