შშმ პირთა შეხვედრა-დისკუსია ქალაქ ამბროლაურის მერიაში

შშმ პირთა შეხვედრა-დისკუსია ქალაქ ამბროლაურის მერიაში

   ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე,იძულებით გადაადგილებული და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების დეპარტამენტის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების წარმომადგენლები და ქალაქში მცხოვრები შშმ პირების ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. დისკუსიის ძირითად თემას წარმოადგენდა შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი შშმ პირთა ინტეგრაციის საკითხებში და შშმ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტები. მონაწილეებმა ასევე განიხილეს მედიის როლი შშმ პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული წარმოდგენების რღვევაში. ამჟამად რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში 1450 (ათას ოთხას ორმოცდაათი) შშმ პირია რეგისტრირებული, რომელთა საჭირო ინვენტარით დაკმაყოფილებას ეტაპობრივად ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობა.

Back to Top