საკრებულოს სამოცდამეთექვსმეტე რიგგარეშე სხდომა

 საკრებულოს სამოცდამეთექვსმეტე რიგგარეშე სხდომა

20 ივლისს 15საათზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს სამოცდამეთექვსმეტე რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სამოცდამეთექვსმეტე რიგგარეშე სხდომას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდა. რიგგარეშე სხდომაზე კი საკითხები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე ირმა ფრუიძემ წარადგინა.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი:
1. სახელმწიფოსთან თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 86.19.22.054) - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (857კვ.მ.) მდებარე ბრატისლავა-რაჭის ქუჩა N11-ში სახელმწფო საკუთრებაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.
2. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივადმცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა და დაფინანსების წესი“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

Back to Top