საკრებულოს სამოცდამეჩვიდმეტე რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს სამოცდამეჩვიდმეტე რიგგარეშე სხდომა

29 ივლისს 15საათზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს სამოცდამეჩვიდმეტე რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სამოცდამეჩვიდმეტე რიგგარეშე სხდომას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ვაჩაძე უძღვებოდა. 
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი:
1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პირველი ნახევრის პროგრამული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება.
2. ქალაქ ამბროლაურის მუნიციაპლიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ ამბროლაურის ჭიდაობის კლუბის ,,ფალავანი“ მიერ 2016 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა და შეფასება.
3. ქალაქ ამბროლაურის მუნიციაპლიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ ამბროლაურის საცურაო აუზის მიერ 2016 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა და შეფასება.
4. ქალაქ ამბროლაურის მუნიციაპლიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სახელოვნებო სააღმზრდელო დაწესებულების ქალაქ ამბროლაურის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის მიერ 2016 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა და შეფასება.
5. ქალაქ ამბროლაურის მუნიციაპლიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სკოლისგარეშე სახელეოვნებო სააღმზრდელო დაწესებულება ქალაქ ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მიერ 2016 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა და შეფასება.
6. ქალაქ ამბროლაურის მუნიციაპლიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მიერ 2016 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა და შეფასება.
საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმოდგენილი ანგარიში, ჩაითვალა „სრულყოფილად“ და
გაწეული მუშაობა შეფასდა ,,დამაკმაყოფილებლად“.

Back to Top