ნიკორწმინდის ტაძრის 1000 წლის იუბილე

ნიკორწმინდის ტაძრის 1000 წლის იუბილე

ქართული ხუროთმოძღვრების შედევრის ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. 
პატრიარქმა ქართველ ერს წმინდა ტაძრის 1000 წლისთავი მიულოცა. 
"მოხარული ვართ, რომ ამ ისტორიულ დღეს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მივესალმები მას. გისურვებთ ის გეგმები, კეთილი ზრახვები, რაც დასახული გაქვთ, წმინდა ნიკოლოზის ლოცვით შესრულდეს. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!" - განაცხადა ილია მეორემ.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, სოფელ ნიკორწმინდაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სამუშაოები მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის-ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციას, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და გზის რეაბილიტაციას. ასევე გათვალისწინებულია: ცენტრალური მოედნისა და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღობის რეაბილიტაცია და ჭიშკრების მოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა, სუვენირების მაღაზიის მშენებლობა, მაღაზიების ფასადების რეკონსტრუქცია და პარკინგის მშენებლობა.

Back to Top