საკრებულოს სამოცდამეცხრამეტე რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს სამოცდამეცხრამეტე რიგგარეშე სხდომა

17 აგვისტოს 15საათზე, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს სამოცდამეცხრამეტე რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
 სამოცდამეცხრამეტე რიგგარეშე სხდომას, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი:

1.,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირებისა და წინაასაარჩევნო კამპანიისათვის შენობა-ნაგებობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 ივნისის N32 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2.,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის N04 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. 

საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

Back to Top