,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში (ფაზა 2)"-რეგიონალური შეხვედრა

,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში (ფაზა 2)

საქართველოში სატყეო საკითხების აქტუალობიდან და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, CENN, ბოლო ათწლეულებია აქტიურად მოღვაწეობს სატყეო სფეროში და ამჟამად ,ავსტრიის თანამშრომობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში(ფაზა 2)“, რომლის ფარგლებშიც რეგიონალური შეხვედრა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართა.
პროექტ: ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში(ფაზა 2)-ის მიზანია, საქართველოში სატყეო რეფორმის წარმატებული განხორციელება, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება და პრობლემატური საკითხების გადაჭრა პოლიტიკური დიალოგის გზით.
აღნიშნულ შეხვედრაზე წარმოდგენილი შემდეგი სახის საკითხები გახლდათ: შეშის დეფიციტი საქართველოში-შეშის ალტერნატივების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის წარდგენა, სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის შესახებ და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის და მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის ტექნიკური რეგლამენტის წარდგენა. ასევე შეხვედრაზე განხილულ იქნა, მეტყევეებისა და დაცული ტერიტორიების რეინჯერების ეროვნულ დონეზე ადვოკატირების საკითხებიც.
არნიშნულ ფორმატში ასევე, რეგიონში მოქმედი ლიცენზიანტების წარმომადგენლებთან შეხვედრა-დიალოგიც გაიმართა.

Back to Top