ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

ქალაქ ამბროლაურში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სამ სარეკლამო ბილბორდზე, რომლის ფაქტობრივ მფლობელსაც წარმოადგენს  სარეკლამო კომპანია ,,outdoor.ge” განთავსებულ იქნა პარტია ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ,, ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასაარჩევნო სააგიტაციო ბანერები.

 აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის რატი ნამგალაძის მიერ წერილობით ეცნობათ,  ქალაქ ამბროლაურში მდებარე პოლიტიკური პარტიების რაიონულ ორგანიზაციებს ,რომ ქუთაისი-ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბანერები განთავსებულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და მუნიციპალიტეტთან შეუთანხმებლად და პარტიებს განესაზღვრად გონივრული ვადა (წერილის მიღებიდან არაუმეტეს 2დღისა)კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით განეხორციელებინათ პლაკატების ჩამოხსნა.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური სარეკლამო ბილბორდების განთავსების ნებართვის წარმოდგენის მიზნით  დაუკავშირდა სარეკლამო კომპანია ,,outdoor.ge -ს წარმომადგენლებს. რაზედაც კომპანიამ  დაადასტურა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება წინასაარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსებაზე, მაგრამ არ გააჩნია ქალაქ ამბროლაურში კოსტავას ქუჩაზე სარეკლამო ბილბორდის განთავსების ნებართვა. (საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადასტურებს ნებართვის არ არსებობის ფაქტს).

გამომდინარე აქედან, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება განეხორციელებინა, კოსტავას ქუჩაზე მდებარე რაჭა-ლეჩხუმი სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასაარჩევნო სააგიტაციო ბანერების ჩამოხსა.

Back to Top