ქალაქ ამბროლაურში ადგილობრივ სპორტსმენებს საჩუქრები გადაეცათ

ქალაქ ამბროლაურში ადგილობრივ სპორტსმენებს საჩუქრები გადაეცათ

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი „მასობრივი სპროტის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში,20 სექტემბერს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს ესტუმრა. მინისტრმა ქალაქ ამბროლაურის მერთან რატი ნამგალაძესთან ერთად, ქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დეტალურად გაეცნო მდგომარეობას. ხეჩიკაშვილმა მოისმინა ადილობრივების თხოვნა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით და მათ ეტაპობრივად გადაჭრას დაპირდა.
მინისტრმა სპორტსმენებს სხვადასხვა სახეობაში სპორტული ინვენტარი უსახსოვრა - ფრენბურთის და კალათბურთის ბურთები, მოკრივეთა აღჭურვილობა, ძიუდოს და ქართული ჭიდაობის საჭიდაო ფორმები და კალათბურთის სათამაშო კომპლექტები გადასცა.

Back to Top