ქ.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე დროშა დაეშვა

02.25.17

25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 96 წლის წინ ქართველი იუნკერებისა და პატრიოტების თავგანწირვამ ვერ იხსნა ჩვენი სამშობლო წითელი ოკუპაციისაგან და საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა ტრაგიკულად დასრულდა.  

   ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი იზიარებს ისტორიულად ტრაგიკული დღის 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენების მძიმე შედეგებს და ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში დაშვებულ იქნა სახელმწიფო დროშები.