დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი სახის ერთჯერადი დახმარებით:
• პირველ და მეორე ახალშობილზე - 400 ლარი
• მესამე და მომდევნო ახალშობილზე - 450 ლარი
• ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში - 900 ლარი
• ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან ( სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარებით - 400 ლარი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობას და შვილთა სიმრავლეს გისურვებთ ჩვენი მხარისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!