მერიაში თათბირი გაიმართა

03.16.18

   5 მარტს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით მხეიძემ მორიგი სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

თათბირზე განხილულ იქნა სამსახურების მიერ გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოები და დაგეგმილი ინიციატივები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე.

მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ 2018 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი და მოუწოდა შესაბამის სამსახურებს ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას მაქსიმალურად გაკონტროლდეს შესრულების ხარისხი და ვადები.

ზვიად მხეიძემ ასევე გამოთქვა ინიციატივა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიგეგმოს დასუფთავების აქცია, სადაც ჩაერთვებიან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალური ტრანსპორტის ზოგად მდგომარეობაზე, გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, ,,უსახური" შენობების მოწესრიგებაზე, სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ...