ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა

03.16.18

  ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,21-ე საუკუნის ქალი"გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა და ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს, რომლებმაც ქალბატონებს 8 მარტის დღესასწაული მათდამი მიძღვნილი ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს.

ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს 21-ე საუკუნის ქალის როლზე ოჯახებრივ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 
შეხვედრაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 3 განსაკუთრებით აქტიური ქალბატონიც დასახელდა, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ქალთა დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღამოს გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მერიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.