რაჭველი სპორტსმენების წარმატება

03.16.18

10–11 მარტს, ქ. თბილისში, გაიმართა ევრაზიის თასის პირველობა კარატეში (სანდა), სადაც მონაწილეობა ამბროლაურის კომპლექსური სასპორტო სკოლის – კარატეს კლუბის მოსწავლეებმა მიიღეს. (მწვრთნელი დავით დუშუაშვილი)

რაჭველებმა 6- ოქროს, 3 - ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებას ახალგაზრდა სპორტსმენებს და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს მათ მომავალ ასპარეზობებში!