სამედიცინო მომსახურების პროგრამა

03.16.18

,,საყოველთაო დაზღვევისა“ და სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამის პარალელურად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას შეუძლია დამატებით ისარგებლოს შემდეგი სახის დახმარებით:
• ქირურგიული ოპერაციები - 1000 ლარი
• C ჰეპატიტი - 500 ლარი
• კორონაროგრაფია - 100%
• ელასტოგრაფია - 100%
• კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია, ენცეფალოგრაფია - წლიური ლიმიტი 500 ლარი.
ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებმა, რომელთაც ესაჭიროებათ ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კვლევები - შეუძლიათ ისარგებლონ წლიური 2500 ლარიანი ლიმიტით.
,,დიალიზი თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში, მოსარგებლის ყოველთვიური დახმარების მოცულობა განისაზღვრება 250 ლარით.
ხანგძლივად მოავადე პაციენტთა მედიკამენტური მკურნალობა ფინანსდება 100 ლარით

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობას გისურვებთ!