რაჭაში უფასო სკრინინგი ხორციელდება

03.21.18

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახორციელებს უფასო სკრინინგის (გამოკვლევა) პროგრამას.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სურვილის შემთხვევაში საშუალება აქვს უფასოდ ჩაიტაროს შემდეგი სახის გამოკვლევები:
• მკერდის სკრინინგი - 40-70 წლის ასაკის ქალბატონები (მამოლოგის გასინჯვა და მამოგრაფიული გამოკვლევა, ექოსკოპიური გამოკვლევა საჭიროების დადასტურების შემთხვევაში) 
• საშვილოსნოს ყელის სკრინინგი - 25-60 ასაკის ქალბატონები (გინეკოლონგის გასინჯვა, პაპ-ტესტის ჩატარება, კოლპოსკოპიის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური გამოკვლევა).
• პროსტატის ადენომის გამოკვლევა - 50-70 წლის მამაკაცები (ოჯახის ექიმის ან უროლოგის მიმართვის საფუძველზე სისხლში სპეციფიკური ანტიგენის გამოკვლევა)
• მსხვილი ნაწლავის სკრინინგი - 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესის პირობებში.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის უფასო ტრანსპორტირება ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში. (მის: ქ. ქუთაისი. ჯავახიშვილის ქ. 85) 
პროგრამის მხარდამჭერია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.
(დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მერის წარმომადგენელს შესაბამის თემში ან დარეკეთ ნომერზე - 599 152055 - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამსახური)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობას გისურვებთ!