მერი სოფლების გზების მონიტორინგს ახორციელებს

03.21.18

   ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ სოფლებთან მისასვლელი გზების მონიტორინგი დაიწყო. 
მერმა პირველ ეტაპზე სოფ. ჟოშხაში მეწყრული მოვლენებისგან დაზიანებული გზის მონაკვეთები დაათვალიერა და პირადად გაეცნო არსებულ მდგომარეობას.
   სასოფლო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებზე 2018 წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 000 ლარია გამოყოფილი.
   მერმა დავალება მისცა შესაბამის სამსახურებს აღდგომის დღესასწაულისთვის, შესაძლებლობის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მისასვლელი გზა მოწესრიგდეს, რათა უპრობლემოდ მოხერხდეს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება.