მერი მდინარის რეგულაციის სამუშაოებს გაეცნო

03.21.18

   ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით მხეიძემ სოფ. ქვედა ღვარდიასთან დამაკავშირებელი ხიდის მდგომარეობა შეამოწმა და მდ. შარეულაზე განხორციელებულ მდინარის რეგულაციის სამუშაოებს გაეცნო. 
ძლიერი წვიმების შედეგად პერიოდულად მოდიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის ხიდთან არსებულ სასოფლო გზას და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. 
განხორციელებული სამუშაოები შეამცირებს 
მდინარის საფრთხეს და მიმდებარე ტერიტორიებს დაიცავს დატბორვისგან.