ამბროლაურის სოფლებში ნაგვის ახალი კონტეინერები განთავსდა

03.29.18

   ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით სოფლებში ნაგვის 50  ახალი კონტეინერი განთავსდა. ლითონის კონტეინერები საჭიროების შესაბამისად გადანაწილდა.  უახლოეს პერიოდში მოხდება დამატებითი ურნების შესყიდვა,  ამასთან ამბროლაურის მუნიციპალური დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური  ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებს სოფლებიდან ნაგვის გატანას.

   ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ზვიად მხეიძის განცხადებით მუნიციპალიტეტში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მერის ინიციატივით პერიოდულად  გაიმართება მასშტაბური დასუფთავების აქციებიც, სადაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა. 

   ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია თხოვნით მოგმართავთ: ნუ დააბინძურებთ გარემოს! ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მხარის სისუფთავესა და სილამაზეზე!