ამბროლაურში სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა დაიწყო

03.30.18

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლებთან მისასვლელი ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოებს შპს ,,ამბროლაურის სერვის ცენტრი" ახორციელებს. ამ ეტაპზე დასრულებულია 15-მდე სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, თუმცა სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ზვიად მხეიძის დავალებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ყველა სოფელთან მისასვლელი გზის მოწესრიგება უნდა დასრულდეს, რათა მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას და გადაადგილება შესაძლებელი იყოს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.