მერმა სააღდგომო საჩუქრები დაარიგა

04.11.18

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 63 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა.

საჩუქრები ბენეფიციარებს მხარის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ასლან საგანელიძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პირადად გადასცეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველ, 10 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებისთვის, სააღდგომო ნობათის დასარიგებლად 3800 ლარი გამოიყო.