9 აპრილის ღონისძიება ამბროლაურში

04.11.18

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი კი მოიწამლა. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ქ. ამბროლაურში, 9 აპრილის მემორიალთან, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული სიმბოლური ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეებმა და დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილის მოვლენები და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

ღონისძიებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.