მერმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

04.11.18

10 აპრილს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მერმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს წინასააღდგომო მასშტაბური დასუფთავების აქციის ორგანიზებისთვის.

თათბირზე, სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოები და დაგეგმილი ინიციატივები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე. მუნიციპალიტეტის მერმა დაავალა შესაბამის სამსახურებს დროულად გამოცხადდეს ტენდერები დაგეგმილ სამუშაოებზე და ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას მაქსიმალურად გაკონტროლდეს შესრულების ხარისხი და ვადები.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, ,,უსახური" შენობების მოწესრიგებაზე, პრიორიტეტის დოკუმენტის მოსამზადებელ სამუშაოებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს ...