მერი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება

05.17.18

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი  ზვიად მხეიძე ეტაპობრივად სხვადასხვა თემის მოსახლეობას ხვდება და ადგილობრივებთან ერტად განიხილავს იმ პრობლემატურ საკითხებს, რომლებიც შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. მაისის თვეში შეხვედრები ლიხეთის, წესის, ხიდიკრის,  სადმელის, ჭყვიშის, ჭრებალოს, ხვანჭკარის, ბუგეულის, ზნაკვის,  ნიკორწმინდის, ჭელიაღელის, ხოტევისა და ველევის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გამართა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, საკრებულოსა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები.

მერი ადგილზე გაეცნო სოფლებში არსებულ მდგომარეობას და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია იმ მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც მხარის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრები, რომლის ძირითად მიზანს 2019-2022 წლების პრიორიტეტის დოკუმენტის შემუშავების პროცესში და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობა წარმოადგენს, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა თემს მოიცავს.