სოფ. სადმელში ბეტონის გზა დაიგო

05.22.18

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში ბეტონის საფარიანი გზა დაიგო. გზასთან ერთად განხორციელდა სანიაღვრე არხების მოწყობაც. პროექტის საერთო ღირებულება 152 783 ლარს შეადგენს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

სოფლის გზებისა და წყალსადენი სისტემების მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლების ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. 2018 წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ასფალტო–ბეტონის საფარიანი გზების მოწყობისთვის 1 200 000–მდე ლარი დაიხარჯება.