ახლადგახსნილი მეღორეობის ფერმა რაჭაში

06.06.18

რეგიონის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ - ასლან საგანელიძემ, სოფ.კრიხში ახლადგახსნილი მეღორეობის ფერმა დაათვალიერეს.

ფერმა საწყის ეტაპზე რამდენიმე ათეულ ღორს ითვლის. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია გაფართოება და ადგილზე მცირე სასაკლაოსა და შესაბოლი საწარმოს მოწყობა.

 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფ.კრიხში არსებულ კიდევ ერთ კერძო ინვესტიციას გაეცნენ, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე კოტეჯის მშენებლობა მიმდინარეობს.

თითოეული ინვესტიცია, რომელიც რაჭაში ხორციელდება, ხელს უწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.