უფასო WiFi სისტემა ამბროლაურში

06.08.18

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უფასო WiFi სისტემა განახლდა.

პროექტი  საწყის ეტაპზე  სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და 5 000 ევროს ოდენობით  გრანტით დაფინანსდა. მომსახურების ყოველთვიურ ხარჯებს   ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

ამბროლაურში ინტერნეტი ულიმიტო იქნება და ერთ ადამიანს ,,Ambrolauri Live“ -ით სარგებლობა განუსაზღვრელი დროით შეეძლება.

პროექტის მიზანია ტურისტული პოტენციალის გაზრდა და მოსახლეობაში ინფორმაციული დონის ამაღლების ხელშეწყობა.