ახალი სპორტული მოედანი ამბროლაურში

06.22.18

ქ. ამბროლაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

დაწყებულია მეორე რიგის სამუშაოები, რომლის ღირებულება 1 676 026 ლარს შეადგენს.

მოედნის დასრულების შემდეგ ამბროლაურს საშუალება მიეცემა უმასპინძლოს სხვადასხვა გუნდების შეკრებებს და მნიშვნელოვან სპორტულ შეხვედრებს.

პროექტის ფარგლებში კეთდება ფიფას სტანდარტების შესაბამისი 2 სტადიონი, 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები და სხვა...

21 ივნისს, მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ დაათვალიერეს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ფეხბურთის მოედანი ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას...