ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ოცდამეცხრე რიიგარეშე სხდომაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსების ადგილები განსაზღვრა.

08.10.18

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  N93

 

2018 წლის 10 აგვისტო

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსების რეგულირების შესახებ

საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 61-ე  მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტებისა დ ა საქართველოს  ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო  კოდექსი“ 46-ე  მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების (პლაკატების)  განთავსებისათვის გამოიყოს შემდეგი ადგილები:

ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ღამის განათების ბოძები, მგზავრთა მოსაცდელები და სხვა ობიექტები დანართის შესაბამისად.

ბ) სახელმწიფო და  ადგილობრივი  მნიშვნელობის  საავტომობილო  გზების  გასწვრივ მდებარე  ღამის განათების  ბოძები  -  მათზე  მიწის  ზემოთ  არანაკლებ  სამი  მეტრის  სიმაღლეზე, დამონტაჟებული კვანძებიდან, სადენებიდან და სხვა ელექტრომოწყობილობიდან  არანაკლებ ერთი მეტრის დაშორებით.

2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას ერთი საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე - არაუმეტეს 50 სმ, სიგანე -არაუმეტეს 40 სმ (A2 ფორმატი).  

3. საარჩევნო სააგიტაციო მასალები, ამ განკარგულებით განსაზღვრული, მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული ობიექტების გარდა, შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე, მათი  მესაკუთრეების  ან  მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.

4. სააგიტაციო მასალის გამოკვრა და გამოფენა განხორციელდეს იმ ფორმით, რომ დაცულ იქნას წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების თანაბარი შესაძლებლობა, ისარგებლონ სააგიტაციო მასალის გამოსაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილებით. ერთ ადგილას ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება ამ ადგილის ფართობის გათვალისწინებით.

5. აკრძალულია საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს, პროკურატურის და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს N53 განკარგულება;

ბ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსების რეგულირებისა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის შენობა-ნაგებობების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს N56 განკარგულება.

7. დაევალოს ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს, საარჩევნო  სააგიტაციო მასალების განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების თაობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნოს ადგილობრივ  ბეჭდვით ორგანოში და ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე.

8. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. N13).

9.  განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

 

    

 

             დანართი

 

 

საარჩევნო უბანი

საარჩევნო უბნის მისამართი

საარჩევნო უბანში მდებარე ობიექტები, რომლებზეც შესაძლებელია სააგიტაციო მასალის განთავსება

შენიშვნა

1

№1  ურავის საარჩევნო უბანი

სოფ. ურავი

სოფ. ურავში ყოფილი სასტუმროს შენობა, მგზავრთა მოსაცდელი (ჯელაძეების უბანში), გარე განათების ბოძები.

 

2

№2 ლიხეთის საარჩევნო უბანი

 სოფ. ლიხეთი

 

1. სოფ. ლიხეთში მგზავრთა მოსაცდელი, გარე განათების ბოძები, ბეშიძეების უბანში სასოფლო წისქვილის შენობა;

2. სოფ. აბარში მგზავრთა მოსაცდელი, გარე განათების ბოძები.

 

3

№3  წესის საარჩევნო უბანი

სოფ. წესი

 

 

1. სოფ. წესში წისქვილის შენობა, გარე განათების ბოძები;

2.სოფ. მუხლში თავშეყრის ადგილზე მდებარე ვაგონი

 

4

№4  ხიდიკრის საარჩევნო უბანი

სოფ. კვაცხუთი

 

 

1. სოფ. კვაცხუთში მგზავრთა მოსაცდელი, გარე განათების ბოძები;

2. მგზავრთა მოსაცდელი ხიდიკარში, გარე განათების ბოძები.

 

5

№6  იწის საარჩევნო უბანი

-

1. სოფ. იწაში თავშეყრის ადგილი, გარე განათების ბოძები;

2. სოფ. ახალსოფელში გარე განათების ბოძები;

3. სოფ. გორში თავშეყრის ადგილი, გარე განათების ბოძები.

 

6

№7 კრიხის საარჩევნო უბანი

სოფ. კრიხი

1. სოფ. ქვემო კრიხში მოსახლეობის თავშეყრის ადგილზე მდებარე ვაგონი, გარე განათების ბოძები;

2. სოფ. ზემო კრიხში მოსახლეობის თავშეყრის ადგილი, გარე განათების ბოძები.

 

7

№8  სხვავის საარჩევნო უბანი

სოფ. სხვავა

1. სოფ. სხვავაში თავშეყრის ადგილი, გარე განათების ბოძები;

2. სოფ. ფუტიეთში თავშეყრის ადგილი.

 

8

№9 ველევის საარჩევნო უბანი

სოფ. ველევი

1. სოფ. ველევში მაცაბერიძეების უბანში მდებარე წისქვილი, ჩიხრაძეების უბანში წყაროს მიმდებარე ტერიტორია;

2. სოფ. ბეთლევში წყალმომარაგების ვაგონი;

3. სოფ. შხივანაში მგზავრთა მოსაცდელი და წისქვილი.

 

9

№10  კვირიკეწმინდას საარჩევო უბანი

სოფ. კვირიკეწმინდა

სოფ. კვირიკეწმინდაში თავშეყრის ადგილი.

 

10

№11  ხოტევის საარჩევნო უბანი

სოფ. ხოტევი

 

 

 

 

1. სოფ. ხოტევში ყრუაშვილების უბანში მგზავრთა მოსაცდელი, გარე განათების ბოძები, ყოფილი ამბულატორიის შენობა;

2. სოფ. წკადისში წისქვილი;

3. სოფ. სხარტალში გარე განათების ბოძები.

 

11

№12 თლუღის საარჩევნო უბანი

სოფ. თლუღი

1. სოფ. თლუღში მგზავრთა მოსაცდელი, სარიტუალო შენობა;

2. სოფ. ზემო თლუღში ამბულატორიის შენობა.

 

12

№13  ჭელიაღელის საარჩევნო უბანი

სოფ. ჭელიაღელე

1. სოფ. ჭელიაღელეში მგზავრთა მოსაცდელი, ამბულატორიის შენობა, გარე განათების ბოძები;

2. სოფ. აგარაში წისქვილის შენობა, გარე განათების ბოძები;

3. სოფ. უყეშში სარიტუალო შენობა.

 

13

№14  კაჩაეთის საარჩევნო უბანი

სოფ. კაჩაეთი

სოფ. კაჩაეთში დვალების უბანში წყაროს მიმდებარე ტერიტორია, პეტრიაშვილების უბანში წყაროს მიმდებარე ტერიტორია, გარე განათების ბოძები.

 

14

№15  ნიკორწმინდის საარჩევნო უბანი

სოფ. ნიკორწმინდა

სოფ. ნიკორწმინდაში მგზავრთა მოსაცდელი, ამბულატორიის შენობა, გარე განათების ბოძები.

 

15

№16  ხონჭიორის საარჩევნო უბანი

სოფ. ხონჭიორი

სოფ. ხონჭიორში ფოფხაძეების უბანში თავშეყრის ადგილი, მგზავრთა მოსაცდელი.

 

16

№17 ნამანევის საარჩევნო უბანი

სოფ. ნამანევი

1. სოფ. ნამანევში თავშეყრის ადგილი,  მაღაზიის ყოფილი შენობა;

2. სოფ. ზედა შავრაში მგზავრთა მოსაცდელი, წყაროს კედელი, კალოზე არსებული ბეღელი.

 

17

№18 თხმორის საარჩევნო უბანი

სოფ. თხმორი

სოფ. თხმორში ყოფილი მაღაზიის შენობა.

 

18

№19  სადმელის საარჩევნო უბანი

სოფ. სადმელი

1. სოფ. სადმელში მგზავრთა მოსაცდელი სოსაურზე, მგზავრთა მოსაცდელი რიცეულზე, გარე განათების ბოძები;

2. სოფ. კლდისუბანში  ვეტ.პუნქტისა და ფოსტის ყოფილი  შენობა, ამბულატორიის ყოფილი შენობა.

 

19

№20 ძირაგეულის საარჩევნო უბანი

სოფ. ძირაგეული

სოფ. ძირაგეულში  მაღაზიის ყოფილი შენობა, გარე განათების ბოძები.

 

20

№21 ბოსტანის საარჩევნო უბანი

სოფ. ბოსტანა

1. სოფ. ბოსტანაში მგზავრთა მოსაცდელი, მოსახლეობის თავშეყრის ადგილი;

2. სოფ. ღვიარაში მგზავრთა მოსაცდელი.

 

21

№22 ზნაკვის საარჩევნო უბანი

სოფ. ზნაკვა

1. სოფ. ზნაკვაში ყოფილი მაღაზიის შენობა, გარე განათების ბოძები;

2. სოფ. მოტყიარში თავშეყრის ადგილი.

 

22

№23 საკეციის საარჩევნო უბანი

სოფ. საკეცია

სოფ. საკეციაში მოსაცდელი, გარე განათების ბოძები, თავშეყრის ადგილი.

 

23

№24  ბუგეულის საარჩევნო უბანი

სოფ. ბუგეული

სოფ. ბუგეულში  საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა, ფოფხაძეების უბნის წყაროს კედელი, ღვინის ქარხნის მიმდებარე მოსახლეობის თავშეყრის ადგილი, გარე განათების ბოძები.

 

24

№25  ჯვარისა-ქედისუბნის საარჩევნო უბანი

სოფ. ქედისუბანი

1. სოფ. ქედისუბანში ყოფილი მაღაზიის შენობა, ყოფილი სკოლის შენობა;

2. სოფ. ჯვარისაში ამბულატორიის შენობა, გარე განათების ბოძები.

 

25

№26  აბანოეთის საარჩევნო უბანი

სოფ. აბანოეთი

1. სოფ. აბანოეთში ამბულატორიის შენობა, გარე განათების ბოძები;

2. სოფ. გორისუბანში გარე განათების ბოძები;

3. სოფ. ბარეულში სოხაძეების უბნის წყაროს მიმდებარე ტერიტორია.

 

26

№27 ხვანჭკარის საარჩევნო უბანი

სოფ. ხვანჭკარა

სოფ. ხვანჭკარაში მოსაცდელი, სარიტუალო სახლი.

 

27

№28  გომიშურის საარჩევნო უბანი

სოფ. პირველი ტოლა

1. სოფ. პირველ ტოლაში მოსაცდელი, თავშეყრის ადგილი მოედანთან, თავშეყრის ადგილი ქექნაძეების უბანში;

2. სოფ. მეორე ტოლაში მოსაცდელი, გარე განათების ბოძები, ყოფილი კულტურის სახლი.

 

28

№29  ჩორჯოს საარჩევნო უბანი

სოფ. ჩორჯო

სოფ. ჩორჯოში მგზავრთა მოსაცდელი, გარე განათების ბოძები.

 

29

№30 ჭრებალოს საარჩევნო უბანი

სოფ. ჭრებალო

სოფ. ჭრებალოში მგზავრთა მოსაცდელი,  გარე განათების ბოძები,  საავადმყოფოს ყოფილი შენობა.

 

30

№31  ჟოშხის საარჩევნო უბანი

სოფ. ჟოშხა

მოსახლეობის თავშეყრის ადგილი, გარე განათების ბოძები

 

31

№32 ჭყვიშის საარჩევნო უბანი

სოფ. ჭყვიში

1. სოფ. ქვიშარში მოსახლეობის თავშეყრის  ვაგონი, მგზავრთა მოსაცდელი, ყოფილი ადმინისტრაციული შენობა, გარე განათების ბოძები;

2. სოფ. ჭყვიშში მაღაზიის ყოფილი შენობა, საბავშვო ბაღის შენობა.

 

32

№33  ღადიშის საარჩევნო უბანი

სოფ. ღადიში

1. სოფ. ღადიშში მგზავრთა  სამი მოსაცდელი, გარე განათების ბოძები;

2. სოფ. ბაჯში მგზავრთა ორი მოსაცდელი, შუა უბანში მდებარე წისქვილი, სვანიძეების უბანში წყაროსთან მოსახლეობის თავშეყრის ადგილი;

3. ქვედა შავრაში წისქვილის შენობა და გარე განათების ბოძები.

 

33

№34 პატარა ონის საარჩევნო უბანი

სოფ. პატარა ონი

1. სოფ. პატარა ონში ამბულატორიის შენობა;

2. სოფ. ტბეთში  სასოფლო კლუბის ყოფილი შენობა.

 

34

№35 ცახის საარჩევნო უბანი

სოფ. ცახი

1. სოფ. ცახში  წისქვილის ყოფილი შენობა და გარე განათების ბოძები;

2. სოფ. გოგოლათში მოსახლეობის თავშეყრის ადგილი და გარე განათების ბოძები.

 

35

№36 ღვარდიის საარჩევნო უბანი

სოფ. ღვადია

1. სოფ. ზედა ღვარდიაში მოსახლეობის თავშეყრის ადგილი;

2. სოფ. ქვედა ღვარდიაში მოსახლეობის თავშეყრის ადგილი.

 

36

ქ. ამბროლაურის N5 და N37 საარჩევნო უბნები

ქ. ამბროლაური

ქ. ამბროლაურში მდებარე გარე განათების ბოძები;
კოსტავას ქუჩაზე მდებარე ტენისის კორტის ღობე;
კოსტავას, კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე და ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე მდებარე სტენდებზე (3 ერთეულ სტენდზე, სტენდების ზომა 1.1 მ-0.8 მ-ზე).