აგროტურისტული ფესტივალი 2018

08.14.18

12 აგვისტოს, ქ. ამბროლაურში, ,,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურისტული ფესტივალი 2018" გაიმართა.

 ფესტივალზე რეგიონში მოქმედი -მდე საწარმო და ფერმერული მეურნეობა იყო წარმოდგენლი.

 ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ფერმერების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია. ამასთან, სტუმრებისთვის მოეწყო გასართობ-შემეცნებითი და კულტურული აქტივობები.

აგროტურისტული ფესტივალი „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციის" ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციის, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.

ფესტივალი ანსაბლ “ ქართული ხმები“-ს კონცერტით და სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.