ჭრწბალო-ნიკორწმინდის გზის რეაბილიტაცია

08.14.18

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭრებალო-ნიკორწმინდის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 18 494 396 ლარს შეადგენს. დაგეგმილია გზის 26 კმ-იანი მონაკვეთის მოასფალტება, რომელიც ჯამში 8 სოფელს მოიცავს.

 მიმდინარე სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ დაათვალიერეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად განიხილეს სამუშაოების მიმდინარეობა და ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინებით, პროექტის შემსრულებლებს ზოგიერთ მონაკვეთზე გამოვლენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრისკენ მიუთითეს.