სპორტული ინფრასტრუქტურა ამბროლაურში

08.14.18

ქ. ამბროლაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. 

დაწყებულია მეორე რიგის სამუშაოები, რომლის ღირებულება 1 514 998 ლარს შეადგენს. 

პროექტის ფარგლებში კეთდება ფიფას სტანდარტების შესაბამისი 2 სტადიონი, 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები და სხვა...  მოედნის დასრულების შემდეგ ამბროლაურს საშუალება მიეცემა უმასპინძლოს სხვადასხვა გუნდების შეკრებებს და მნიშვნელოვან სპორტულ შეხვედრებს.

 სპორტული კომპლექსის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭრებალოშიც. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 99 971 ლარს შეადგენს.

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

2018 წელს მუნიციპალიტეტში 10-მდე მინი მოედნისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება.