მერიაში სამოქალაქო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

08.17.18

17 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო - მრჩეველთა საბჭო შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის და მერის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

სხდომას, საბჭოს წევრებთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, საბჭოს წევრებთან ერთად განიხილა სოფლებში არსებული პრობლემები და იმსჯელა მათი გადაჭრის გზებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.