ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალური პროგრამები.

09.05.18

მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ხორციელდება პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს ამბროლაურში მცხოვრები ოჯახების ხელშეწყობასა და სხვადასხვა შეღავათებით უზრუნველყოფას.

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისების მიზნით, მერია ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებში ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარებით: პირველ და მეორე ახალშობილზე - 400 ლარი, მესამე და მომდევნო ახალშობილზე - 450 ლარი, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში - 900 ლარი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე კი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით - 400 ლარი.

"საყოველთაო დაზღვევისა" და სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამის პარალელურად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსახლეობისთვის შემუშავებული აქვს სამედიცინო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქირურგიული ოპერაციების, სხვადასხვა სამედიცინო კვლევების, მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსებისკენ...

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში, გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფა. კერძოდ, ხორციელდება მარჩენალდაკარგული ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, უსახლკაროების, ხანძრით დაზარალებულების და სხვა საჭიროებების მქონე ოჯახების დახმარება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, პერიოდულად, ადგილზე მიმდინარეობს უფასო სამედიცინო კონსულტაციები, სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები, ქირურქიული ოპერაციები და მოსახლეობის საჭიროების შესაბამისი სხვა სახის აქციები...