მერიის განათლების ხელშეწყობის პროგრამები

09.05.18

განათლების ხელშეწყობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროგრამები, რომლებიც საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის სხვადასხვა შეღავათებს ითვალისწინებს.

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N29 განკარგულების საფუძველზე ახალგაზრდებს, რომლებმაც მიმდინარე წელს სკოლა ოქროს ან ვერცხლის მედალზე დაამთავრეს, ფულადი ჯილდო (300 ლარი - ოქროს მედალოსანი, 200 ლარი - ვერცხლის მედალოსანი) გადაეცემათ:

500 (ხუთასი) ლარით დასაჩუქრდებიან საჯარო სკოლების ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტი მოიპოვეს.

 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი კურსის, სოციალურად დაუცველ (65 001 ქულამდე) სტუდენტებს, რომლებმაც სკოლა მიმდინარე წელს დაამთავრეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია სწავლის საფასურს (არა უმეტეს 2 000 ლარისა) აუნაზღაურებს.
სწავლის საფასურის ანაზღაურების მისაღებად, სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა, მერიას უნდა წარმოუდგინოს:

განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ცნობა საჯარო სკოლიდან, რომელიც ადასტურებს მოსწავლის მიერ სკოლის სრული კურსის მიმდინარე წელს დამთავრების ფაქტს;
ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლითაც დასტურდება რომ განმცხადებელი ნამდვილად სწავლობს აღნიშნულ სასწავლებელში;
 სასწავლებლის რეკვიზიტები;
ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან.