სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან

09.05.18

5 სექტემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

 თათბირზე ისაუბრეს სოფლებში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

 მერმა წარმომადგენლებს ადგილობრივების საჭიროებების შესწავლა, მოსახლეობის მიმართვებზე სწრაფი რეაგირება და მათთვის მერიაში მოქმედ პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

 შეხვედრაზე ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება ან იგეგმება. ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, რომელიც მოსახლეობას საშუალებას აძლევს ისარგებლონ სხვადასხვა სახის დახმარებით...

 თათბირზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის საკითხზე, მოახლოებული რთველისათვის მზადებაზე, სასმელი წყლის სისტემების მოწყობასა და შიდა სასოფლო გზების განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებაზე...