გუბერნატორი ქ. ამბროლაურში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

09.12.18

სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან - ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან - ასლან საგანელიძესთან ერთად, ქ. ამბროლაურში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.

 ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობის მეორე რიგის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს დამხმარე მოედნის, ტრიბუნების, სპორტსმენებისათვის გასახდელებისა და საშხაპეების, მისასვლელი გზის და საპარკინგე ადგილების მოწყობას. სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და FIFA-ს სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 515 000 ლარს შეადგენს.

არჩილ ჯაფარიძე ასევე გაეცნო მდინარე კრიხულას ნაპირსამაგრის მშენებლობის პროცესს. სანაპირო ზოლის შემდგომი განაშენიანებისა და სარეკრეაციო ზონის მოწყობის მიზნით, ქალაქ ამბროლაურში, მდინარე კრიხულას დამცავი ჯებირების მოწყობა მიმდინარებს.

გუბერნატორმა მერთან ერთად მოინახულა ქ. ამბროლაურში, გოგებაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩებზე გზების სამშენებლო სამუშაოები.

ქალაქში, რამდენიმე ლოკაციაზე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, შიდა გზების ბეტონის საფარით მოწყობა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს.