ფესტივალი ,,შემოდგომის ფერები"

10.04.18

29 სექტემბერს, ქალაქ ამბროლაურში, ფესტივალი „შემოდგომის ფერები“ ჩატარდა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ რთველთან დაკავშირებულ აქტივობებში: საწნახელში დაეწურათ ყურძენი, საკუთარი ხელით მოემზადებინათ თათარა და ამოევლოთ ჩურჩხელა.

ფესტივალზე გაიმართა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების, ფერწერული და თექის ნამუშევრების გამოფენა. ჩატარდა შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთსა და ჭადრაკში.

 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონის მუნიციპალიტეტების ფოლკლორულმა ანსამბლებმა და სამუსიკო სკოლებმა. დასკვნით კონცერტზე კი მაყურებელთა წინაშე ჯგუფი „არტ ნიუ ლაიფი“ წარსდგა.

ამავე დღეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა სპორტული მარათონი დევიზით - ,,იცხოვრე სპორტით დარჩი ახალგაზრდა"...

მარათონის მონაწილეებს საჩუქრად საიმიჯო მაისურები, კეპები და სიგელები გადაეცათ, გამარჯვებულები კი ფულადი პრიზით -ლარით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება ,,შემოდგომის ფერები" -,,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციის“, ა(ა)იპ „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს-ცენტრის“ ორგანიზებით, კომპანია „გეოფლაუერის“ სპორნსორობით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის, ა(ა)იპ „ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით მოეწყო.