ამბროლაურში სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

10.05.18

ქ. ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობის მეორე რიგის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს დამხმარე მოედნის, ტრიბუნების, სპორტსმენებისათვის გასახდელებისა და საშხაპეების, მისასვლელი გზის და საპარკინგე ადგილების მოწყობას.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა FIFA-ს რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 515 000 ლარს შეადგენს.

ახალი მოედანი ხელს შეუწყობს სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას და ამბროლაურის, როგორც სპორტული ქალაქის ფუნქციის გაძლიერებას.