ამბროლაურში ახალი საკანალიზაციო სისტემა მოეწყობა

10.12.18

ქ. ამბროლაურში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 მილიონამდე ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმება.

პროექტი მდ რიონისა და მდ. კრიხულას სანაპიროებზე 7 სხვადასხვა სიმძლავრის კოლექტორის მოწყობას ითვალისწინებს.

მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა

 ობიექტის დასრულების შემდეგ ქალაქში სრულად მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა იქნება, რომლითაც ქ. ამბროლაურში მცხოვრები ყველა ოჯახი ისარგებლებს.