ჭრებალო-ნიკორწმინდის გზის დიდი ნაწილი ასფალტირებულია

10.23.18

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი, 26 კმ-იანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

 პროექტის ფარგლებში არსებული გზის გაფართოება, სანიაღვრე არხების მოწყობა და ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება ხორციელდება.

 პროექტის დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით მუნიციპალიტეტის 8 სოფელი ისარგებლებს.

 სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 18 494 000 ლარს შეადგენს, 2018 წელს დაიწყო და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

 სამშენებლო სამუშაოებს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.