ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ახალი ავტობუსები მოემსახურება

10.23.18

ამბროლაურის მუნიციპალიტეტს თანამედროვე ტიპის, სამი სრულიად ახალი ავტობუსი მოემსახურება.

 ავტობუსები ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. თითოეული სატრანსპორტო საშუალება 2018 წლის მოდელია და 26 მგზავრზეა გათვლილი.

 ახალი ავტობუსები დადგენილი გრაფიკის შესაბამისად იმოძრავებს და მგზავრებს საშუალებას მისცემს მინიმალურ ფასად, კომფორტულად გადაადგილდნენ მათთვის სასურველი მიმართულებით.

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიზანია ტრანსპორტით მომსახურების დაფარვის ზონა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მთელ ტერიტორიაზე.