ამბროლაურში მდ. კრიხულაზე ნაპირსამაგრი მოეწყო

10.23.18

ქ. ამბროლაურში, მდ. კრიხულაზე, ნაპირსამაგრის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა.

 პროექტის ღირებულება 636 365 ლარს შეადგენს.

 განხორციელებული სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

 სანაპირო ზოლის შემდგომი განაშენიანებისა და სარეკრეაციო ზონის განვითარების მიზნით ქალაქ ამბროლაურში, პირველ ეტაპზე, მდინარე კრიხულას დამცავი ჯებირები მოეწყო.