სოფ. ძირაგეულში სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

11.07.18

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ძირაგეულში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 38 849 ლარს შეადგენს.

6 ნოემბერს, მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

 სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.