ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ "ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" დადგენილებების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

11.16.18

  "ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" დადგენილებების მისაღებად მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

    დადგენილების პროექტებთან დაკავშირებით საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენის ვადაა 2018 წლის 22 ნოემბერი.

    აღნიშნული დადგენილებების პროექტებთან დაკავშირებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების მოსაზრებები შეიძლება წარმოდგენილი იქნას 2018 წლის 23 ნოემბრამდე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემდეგ მისამართზე -ქ.ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქ.N11, ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული.

   ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტების მიღების სავარაუდო ვადაა 2018 წლის დეკემბერი.

   "ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე -  http://ambrolauri.gov.ge/sajaro_info.php?id=2