სოციალურად დაუცველ, შესაბამისი საჭიროების მქონე 402 ოჯახს საშეშე მერქანი გადაეცა

11.29.18

ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, შესაბამისი საჭიროების მქონე, 402 ოჯახს საშეშე მერქანი გადაეცა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N37 დადგენილების მე-14 მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველი (100 001-მდე ქულა) ოჯახების საშეშე მერქნით მომარაგებას, 2018 წელს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 400-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა.

თითოეულ ბენეფიციარს საშეშე მერქანი 5 კუბური მეტრის ოდენობით გადაეცა.