ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

11.29.18

2014-18 წლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 109 მილიონი ლარის ღირებულების 639 პროექტი განხორციელდა:

  •  გზები - 65 მილიონი ლარის ღირებულების 125 პროექტი;
  •  ხიდები - 1.4 მილიონი ლარის ღირებულების 16 პროექტი;
  •  სკვერები და სპორტული მოედნები - 7.2 მილიონი ლარის ღირებულების 49 პროექტი;
  •  წყაროები და სასმელი წყლის სისტემები - 5 მილიონი ლარის ღირებულების 91 პროექტი;
  •  სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები - 735 ათასი ლარის ღირებულების 20 პროექტი;

 2018 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ან მიმდინარეობს შემდეგი პროექტები:

  •  ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტის ღირებულება 2 004 780 ლარს შეადგენს.
  •  ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი საავტომობილო გზის ასფალტირება, რომელიც 8 სოფელს მოიცავს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 18 494 000 ლარს შეადგენს.
  •  ამბროლაური-ხიმშის გზის ასფალტირება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 567 720 ლარი შეადგენს.
  •  ბეტონის საფარიანი გზები მოეწყო სოფ: ბოსტანაში, სოფ: სადმელში და ქ. ამბროლაურის რამდენიმე ქუჩაზე. 2018 წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ასფალტო–ბეტონის საფარიანი გზების მოწყობისთვის 1 200 000–მდე ლარი იხარჯება.
  •  ქ. ამბროლაურში მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა, რომელიც ითვალისწინებს დამხმარე მოედნის, ტრიბუნების, სპორტსმენებისათვის გასახდელებისა და საშხაპეების, მისასვლელი გზისა და საპარკინგე ადგილების მოწყობას. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 515 000 ლარს შეადგენს.
  • სოფ. ჭრებალოში დასრულდა სპორტული კომპლექსის მშენებლობა. პროექტის ღირებულებამ 399 000 ლარი შეადგინა.
  • მცირე სპორტული მოედნები კეთდება სოფ. სხვავაში, კვირიკეწმინდაში, სადმელსა და ძირაგეულში, ასევე განხორციელდა სოფ. მეორე ტოლის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
  •  წყალსადენის შიდა ქსელისა და ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა სოფ: ურავში, ლიხეთში, ზედა ბუგეულში, აბანოეთსა და კაჩაეთში. ამჟამად კი მიმდინარეობს სოფ: ჭყვიშში, ქვიშარში, კრიხში, იწაში, მუხლსა და სხვავაში.
  •  ქ. ამბროლაურში მდ. კრიხულაზე მოეწყო დამცავი ჯებირი. აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება რეკრეაციული ზონის მოწყობა.
  •  მიმდინარეობს ქ. ამბროლაურში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, რომლის ღირებულება 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.
  •  შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ტურისტული საქანელები.
  •  ქ. ამბროლაურში მიმდინარეობს ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა

 2018 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 ახალი ავტობუსი შეიძინა.