მერიაში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

12.07.18

5 დეკემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მოქალაქეები შედიან.

სხდომას, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე უძღვებოდა.

მერმა დამსწრე საზოგადებას მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და მერიის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამები წარმოუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სოფლებში არსებული პრობლემები და იმსჯელს მათი გადაჭრის გზებზე.

მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა...